მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის შესაძლებელი იქნება“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1628670096
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში შემოდგომა-ზამთრისთვის შესაძლებელი იქნება 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვების აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

მისი თქმით, საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების 10% ბავშვებზე მოდის.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, საქართველოში რა ვითარებაა დელტა ვარიანტით ინფიცირების თვალსაზრისით, ჩვენ ვითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეტალურ ანგარიშს. ინფიცირებულთა შორის 10% არის ბავშვი. 5000 შემთხვევა ნიშნავს, რომ აქედან 500 ბავშვია.

დიდი იმედი მაქვს, რომ პედიატრიულ ასაკს, რომელშიც შესაძლებელია ვაქცინაცია, ჩამოვწევთ და შემოდგომისთვის, შესაძლებელი იქნება 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 461 198-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 230 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 409 110 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ახლა პიკს გავდივართ“ - ეკატერინე ტიკარაძე

👉 „დღეისათვის ჯანდაცვის სისტემას პაციენტის მიღების საშუალება არ გააჩნია“ - დევი ტაბიძე

👉 „არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“ - გიორგი ფხაკაძე