მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1562 ინფიცირება, 1490 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

ინფექცია კორონავირუსი, 2020
1621320929
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1490 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 332 441-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 312 349 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,85%, ბოლო 7 დღის - 3,72%.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა

👉 143 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა