მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 297 თბილისი, 634 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციის წევრი გახდა
1627974030
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 2 297

⭕ აჭარა - 634

⭕ იმერეთი - 494

⭕ ქვემო ქართლი - 253

⭕ შიდა ქართლი - 262

⭕ გურია - 100

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 224

⭕ კახეთი - 323

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 156

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 47

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 029, აჭარაში - 691, იმერეთში - 872.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 556, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17.

2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 022 - თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ყველაფერი, რაც ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ შესახებ ვიცით

👉 „დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

👉 ორსულების აცრა „ფაიზერით“ შეიძლება