მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველაფერი, რაც ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ შესახებ ვიცით

სინოფარმი
1627236480
COVID-19

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ 7 მაისს დაამტკიცა, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო კომპანია „სინოფარმი“ აწარმოებს.

„სინოვაკის“ მსგავსად, „სინოფარმი“ არის ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ებრძვიან კორონავირუსს.

ვირუსი ვაქცინის დამზადების დროს არის მოკლული და შესაბამისად, შეუძლებელია, ინიექციის შემდეგ მან COVID-19 გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინამ ჯამში 79-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა სიმპტომური დაავადებისა და ჰოსპიტალიზების წინააღმდეგ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.

თუმცა, ორგანიზაცია ამ შემთხვევაშიც დასძენს, რომ კლინიკურ ცდებში მონაწილე ადამიანთაგან, 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა საკმარისი არ იყო ამ ასაკობრივ კატეგორიაში ეფექტიანობის შესაფასებლად. მიუხედავად ამისა, ამ ვაქცინას მაინც უწევს რეკომენდაციას ხანდაზმულებში.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ჩინეთში ამ ვაქცინით უკვე აცრილია მილიარდზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში დიდწილად შეჩერებულია და ქვეყანაც დიდწილად გახსნილია.

ჩინურ კოვიდვაქცინებს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, რომელიც ჩინურ ვაქცინებს აქტიურად მოიხმარს, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია.

ჩილემ კვლავ შემოიღო კომენდანტის საათი და დაუბრუნა მოგზაურობის შეზღუდვები დელტას ვარიანტის საპასუხოდ, რაც უფრო გადამდებია ვიდრე წინა ვარიანტები.

ჩილე და სეიშელის კუნძულები ძირითადად „სინოფარმის“ვაქცინას იყენებს და ვაქცინაციის პროგრამებიც საკმაოდ წარმატებულია: სეიშელის კუნძულებზე ზრდასრული მოსახლეობის 68 პროცენტია აცრილი, მონღოლეთში კი 55 პროცენტი.

როგორ მოქმედებს „სინოფარმი“ ახალი შტამების წინააღმდეგ ?

ვირუსისგან იმუნური დაცვის მოდელირების კვლევებზე დაყრდნობით, პროფესორი კოულინგი ვარაუდობს, რომ ინაქტივირებულ ვაქცინათა ეფექტიანობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, შეიძლება 20 პროცენტით ნაკლებიც კი იყოს, ვიდრე თავდაპირველი შტამის წინააღმდეგ.

შრი-ლანკას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინა ძლიერ ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში.

აღმოჩნდა, რომ ვაქცინა ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე, როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იმავე დონით ვლინდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა 95%-ს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რომელიც კოვიდ 19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ დასტურდება.

როგორც კვლევამ აჩვენა, გამანეიტრალებელი ანტისხეულები ვაქცინირებულთა 81,25%-ში წარმოიქმნა, თანაც ბუნებრივი ინფექციის გადატანის მსგავსი მაჩვენებლით.

საერთო ჯამში, „სინოფარმის“ ვაქცინის მიერ დელტა შტამის წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების დონე 1,38-ჯერ არის შემცირებული თავდაპირველ, უხანის შტამთან შედარებით.

„როდესაც საქმე დელტას და სხვა ვარიანტებს ეხება, „სინოფარმის“ ვაქცინა იგივე დონის ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რასაც ადამიანები ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ. 20-დან 39 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულები ვაქცინირებულთა 98%-ს განუვითარდა, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 93%-ს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ხანდაზმულთა ორგანიზმი ვაქცინებს შედარებით ნაკლებად ეპასუხება“, - განაცხადა პროფესორმა.

ახალი კვლევის თანახმად, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა უზრუნველყოფს არც თუ ისე კარგ დაცვას კორონავირუსისგან ხანდაზმულთათვის.

უნგრეთში 450 ადამიანის სისხლის ნიმუშების გამოკვლევამ, რომლებიც ვაქცინის მეორე დოზიდან სულ მცირე ორი კვირის შემდეგ აჩვენა, რომ 50 წლამდე ასაკის მონაწილეების 90%-ს ანტისხეულები განუვითარდა, ხოლო 80 წლის ზემოთ მყოფ ადმიანებში 50%-ს არ ჰქონდა ანტისხეულები.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ აცრა 4 მაისს დაიწყო.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საკმარისად იცავს ​კოვიდის ყველა შტამისაგან“

👉 „ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის“

👉 „ქვეყნის მასშტაბით პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა გაიზარდა“

👉 უახლოეს დღეებში 5 000-მდე გათავისუფლებული ადგილი პორტალს ისევ დაემატება