მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 684 ინფიცირება, 83 გარდაცვალება, 2 695 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1630738443
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი, ხოლო 2 695 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 4 სექტემბრის მონაცემებით, 562 627 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 509 181 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 732 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.60%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

✅„სრულიად ჯანმრთელი ადამიანები შესაძლოა, კოვიდის სასიკვდილო ფორმით დაავადდნენ“ - ზურაბ გურული

✅„ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19 ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის“ - ზაზა წერეთელი

✅„მთავარი სლოგანი უნდა იყოს „ყველა ავიცრათ“ - გამყრელიძე პოლიტიკოსებს მიმართავს