მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სრულიად ჯანმრთელი ადამიანები შესაძლოა, კოვიდის სასიკვდილო ფორმით დაავადდნენ“ - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული Pia.ge
1630698102
COVID-19

„მთავარი რაც ჩვენ არ ვიცით, არის ის, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები შესაძლოა დაავადდნენ კოვიდის სასიკვდილო ფორმით. როცა ვიძახით, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან უჯრედულ, მოლეკულურ დონეზე არის გარკვეული პათოლოგიები, რომლებიც ჯერჯერობით ზუსტად არც ვიცით“, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, რთული სათქმელია, ვინ გადარჩება და ვინ არა.

„შესაძლებელია ითქვას, რომ ინდივიდის დონეზე 50-50-ზეა ვინ გადარჩება და ვინ არა. ეს არის ახსნა-განმარტება იმ ადამიანებისთვის, ვინც ვთქვათ ვაქცინაციაზე ამბობენ უარს, რომლებიც საშინელი რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს“, - აღნიშნა ზურაბ გურულმა.

მისი შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი საჭირო დონეს „მიუტევებლად ჩამორჩება“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინებით აცრილებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

⭕ „ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19 ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის“ - ზაზა წერეთელი

⭕ „შემთხვევების შემცირებას ჯერჯერობით ვერ მოჰყვება ლეტალობის კლება“ - მარინა ეზუგბაია