მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

200 თბილისი, 43 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1622444738
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 12 207 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 195 პირი.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 963-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 195 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 327 618-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი -200

⭕ აჭარა -43

⭕ იმერეთი -27

⭕ ქვემო ქართლი - 22

⭕ შიდა ქართლი -6

⭕ გურია -6

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი -24

⭕ კახეთი -13

⭕ მცხეთა-მთიანეთი -8

⭕ სამცხე-ჯავახეთი -6

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 892 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პაციენტი. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 801 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 119 ადამიანი

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

✔️რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✔️ჯანმო-ს დირექტორი: პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია

✔️რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან? - იმნაძის განმარტება