COVID-19

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თენგიზ ცერცვაძე
1622201660
დაკოპირებულია

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა თუ რით განსხვავდება COVID 19-ის შტამები ერთმანეთისაგან.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამები ზოგჯერ მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი წინამორბედისგან, ზოგჯერ კი ეს განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მას ჩვენ ვერ ვამჩნევთ.

„მოგეხსენებათ, რომ ვირუსებს, ზოგადად და რესპირაციულ ვირუსებს, ახასიათებთ დიდი და მცირე მუტაციები, რის შედეგადაც, წარმოიშვება ახალი შტამები.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი გრიპის ვირუსია, რომლის განახლება ყოველწლიურად ხდება. არც კოვიდის ვირუსი არ გამოდგა გამონაკლისი, მუდმივად ხდება მასში მუტაციები, ცვლილებები გენომში, მაგრამ ეს ცვლილებები იმდენად მცირეა, რომ ის შეუმჩნეველია და მას ახალი შტამის სტატუსი არ ენიჭება.

რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ისეთი, როდესაც მუტაცია საკმაოდ დიდი იყო იმისათვის, რომ ახალი შტამის სახელი დაერქმიათ.

დღეისათვის სულ რამდენიმე შტამს განარჩევენ:

პირველი არის ჩინურ-ევროპული კლასიკური რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგია ე.წ. ბრიტანული შტამი, ე.წ. ბრაზილიური შტამი, ე.წ. სამხრეთ-აფრიკის შტამი და ბოლოს გამოჩნდა ეს ე.წ. ინდური შტამი.

ბრიტანული გამოირჩეოდა ევროპულისაგან მეტი გადამდებობით და იოლად ასნებოვნებდა ადამიანებს და მეორე თვისება რაც ჰქონდა, უფრო იოლად ასნებოვნებდა შედარებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს და ბავშვებს.

ახლა საქართველოში ნახევარზე მეტი ბრიტანული შტამია. რაც შეეხება სიმძიმეს, ზოგი მიიჩნევს, რომ მძიმეა, ზოგი მიიჩნევს, რომ პრინციპული განსხვავება არაა.

რაც შეეხება სამხრეთ-აფრიკულს, ის ყველაზე მეტად განსხვავდება დანარჩენი შტამებისაგან, შესაძლოა, მასზე დაცვითი მოქმედების თვალსაზრისითაც. ის ჩვენთან არ დაფიქსირებულა.

ინდური შტამზე კი ვარაუდობენ, რომ იქ ცოტა მუტაცია მოხდა, ვიდრე ბრიტანულ შტამში. მისი განმასხვავებელი ნიშნები არის ისევ გადაცემის მეტი სისწრაფე, ანუ ის ბრიტანულზე კიდევ უფრო იოლად გადაეცემა, ასევე, მას ახასიათებს ახალგაზრდა ასაკის პირების და ბავშვების იოლად დაინფიცირება. რაც შეეხება სიმძიმეს, ზოგი მიიჩნევს რომ ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მეტ სიკვდილიანობას იძლევა, ზოგი ფიქრობს, რომ ეს ჯერ დადასტურებული არ არის, რადგან დიდი კვლევები ჩატარებული არ არის.

ჩვენ ერთი რამე გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანული შტამი, როგორც ინდური, არ არის რაიმე პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს კოვიდის პანდემიის დინამიკა და სრულიად შეცვლას მოითხოვდეს ჩვენს ტაქტიკაში. ეს ნიშნავს, რომ სიმპტომები მსგავსია, თავდაცვის საშუალებები პირბადე და სოციალური დისტანცირება აბსოლუტურად იგივე რჩება, უბრალოდ მეტი სიფრთხილით შეიძლება მოვეკიდოთ, იმიტომ რომ დასნებოვნების რისკი მაღალია.

იცავს თუ არა ინდური შტამისგან კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი? - ვარაუდობენ, რომ ინდური იმდენად არ განსხვავდება სტანდარტული შტამისაგან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას არ იცავდეს ის იმუნიტეტი, რომელიც ადამიანს აქვს ჩვეულებრივი კოვიდის ან ვაქცინაციის შემდეგ. ახლახან ჩაატარა კვლევა „ფაიზერმა“ და საშუალოდ 90% -ში იცავს ეს ვაქცინა ამ შტამისაგან, სხვა ვაქცინებიც იცავენ უბრალოდ ამ ეტაპზე ეს კვლევა მხოლოდ „ფაიზერმა“ ჩაატარა“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1071 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 341 894-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 324 426 პირი.

დადებითობის მაჩვენებელია, დღიური - 2,71%, ბოლო 14 დღის - 3,68%, ბოლო 7 დღის - 3,22%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან, გარკვეულწილად დაცული ვართ“ - მარინა ენდელაძე

✅არის თუ არა იმის ალბათობა, რომ კორონავირუსის კიდევ უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდეს? - ჯანმოს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი (ინტერვიუ)

✅ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ინდური შტამი დღეს დილით დაფიქსირდა

კორონავირუსი ნეგატიურ
გავლენას ახდეს ადამიანის
ინტელექტის დონეზე

კვლევა: კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ა...

კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე, - ამის შესახებ კვლევა სამედიცინო ჟურნალში The Lancet-ში გამოქვეყნდა.

1627459265

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1627463058

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კახეთის მუნიციპალიტეტს. დაზიანებულია გზები, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

1627462094

მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1627462023

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გამართა.

1627461830
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას
გამზირების კვეთაზე
საგზაო მოძრაობა სრულად
აღდგენილია

თბილისის მერია „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შედის, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს.

აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარზე ცეცხლის...

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის წინადადებას დათანხმდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

„მედიის თავისუფლება ქვეყნის დასავლეთისაკ...

„მედიის თავისუფლება ქვეყნის დასავლეთისაკენ სწრაფვისა და დემოკრატიულობის პროცესში მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, 5 ივლის განხორციელებული ძალადობით მედიის წარმომადგენლებზე“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

1627458162
საქართველოში შესაძლოა, საველე ჰოსპიტლები...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება.