მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

3 ახალი ინფიცრებულიდან 1-ის წყარო უცნობია

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1592894583
COVID-19

„ჩვენ რეალურად ვართ ვიურუსის მართვის ეტაპზე. დღეს გვყავს 3 ახალი ინფიცირებული, რომლიდანაც 2 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 1-ის ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს. რაოდენობები ძალიან მერყევია, ხან არის 20-ის ფარგლებში, სან ძალიან ცოტა ან ნული. შესაბამისად, გვმართებს სიფრთხილე და რეკომენდაციების დაცვა",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ამაყობს იმით, რომ საქართველოს კორონავირუსით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 911-მდე გაიზარდა.