მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

352 ინფიცირება, 808 გამოჯანმრთელება, 9 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1624864926
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი, ხოლო 808 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 363874-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5275 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 350466 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: 2,5%, ბოლო 14 დღის - 2,47%, ბოლო 7 დღის - 2,34%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 თენგიზ ცერცვაძე COVID 19-ის სამკურნალო ახალ მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴 რუსეთში კორონავირუსის ვაქცინით ორსულების აცრა დასაშვები გახდა

🔴 „ერთ თვეში ინდური შტამი შესაძლოა, დომინანტი გახდეს“ - ამირან გამყრელიძე