მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

439 თბილისი, 71 აჭარა - ეპიდვითარება რეგიონებში

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1623222480
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 478 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 864 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 614 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღიური - 2,13%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,73%-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

👉 თბილისი - 439

👉 აჭარა - 71

👉 იმერეთი - 86

👉 ქვემო ქართლი - 66

👉 შიდა ქართლი - 22

👉 გურია - 16

👉 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 60

👉კახეთი - 31

👉 მცხეთა-მთიანეთი - 15

👉 სამცხე-ჯავახეთი - 8

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 351 249-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 866 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 895-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 982 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 346 საიდანაც 3 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 708 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პაციენტი, 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

6 501 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 835 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 234 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

სავაჭრო მოლები, საგამოფენო სივრცეები - სად იქნება მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები?

„პირბადის გამოყენებაზე ჯერ უარს ვერ ვიტყვით“ - გამყრელიძე

„როცა რუჯს იღებ, იქ არავინ მოგთხოვს პირბადის გაკეთებას“- პაატა იმნაძე