მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

487 თბილისი, 94 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1626677568
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 194 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 848 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 487

⭕ აჭარა - 94

⭕ იმერეთი - 46

⭕ ქვემო ქართლი - 44

⭕ შიდა ქართლი - 25

⭕ გურია - 21

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 35

⭕ კახეთი - 64

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 11

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 12

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 651, აჭარაში - 273, იმერეთში - 535.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში - 46, იმერეთში -175. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 3, იმერეთში - 9.

1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 334- აჭარაში. 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საკმარისად იცავს ​კოვიდის ყველა შტამისაგან“

👉 აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

👉 „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას რამდენიმე კვირაში მივიღებთ“