მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

546 თბილისი, 108 სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეპიდვითარება რეგიონებში

European Best Destinations საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
1623135640
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 585 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 932 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

👉 თბილისი - 546

👉 აჭარა - 78

👉 იმერეთი - 90

👉 ქვემო ქართლი - 46

👉 შიდა ქართლი - 30

👉 გურია - 34

👉 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108

👉კახეთი - 54

👉 მცხეთა-მთიანეთი - 9

👉 სამცხე-ჯავახეთი - 10

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 833 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 350428-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 335029 და გარდაცვლილია 4951 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

1023 ინფიცირება, 510 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანმო: მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება