მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის 2021
1631089223
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოზე გამოიკვეთა, რომ საჭიროა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ვაქცინაციისთვის წახალისება, რადგან ამ ჯგუფში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია.

მისივე განმარტებით, ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის გაიზრდება საინფორმაციო კამპანიაში ოჯახის ექიმების ჩართულობა, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, პენსიონერი მოქალაქეებისთვის განისაზღვრება წამახალისებელი ღონისძიებები.

„ოჯახის ექიმებს დაევალებათ თავიანთ უბნებზე აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება. მათ კონკრეტულად იციან თავის უბანში რამდენი მოქალაქე ჰყავთ 60 წელს გადაცილებული და ასევე ისიც, ვის აქვს ქრონიკული დაავადებები.

ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მოხდეს მოქალაქეების ნებაყოფლობით ვაქცინაცია.

ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვიმსჯელებთ წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება გახდეს ვაქცინაციის მოტივატორი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. თუმცა, არა მხოლოდ ეს, ასევე რაიონულ და რეგიონულ დონეზე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, რათა გამოიკვეთოს კონკრეტულ რეგიონში რომელი ღონისძიება შესაძლოა იყოს მეტად ეფექტური, საჭიროებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის“ - მაია ბუწაშვილი

⭕ „სრულად აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი 0.3%-ია“ - ტიკარაძე

⭕ „ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს“ - ეკატერინე ტიკარაძე