მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

676 ინფიცირება, 1441 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1611989738
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1441 პაციენტი. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

30 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 257 632-ს შეადგენს.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 WHO: კაცობრიობა COVID 19-თან ომში არ მარცხდება

👉 როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა