მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

818 ინფიცირება, 783 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1618728697
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 295358-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 280915 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, მძიმე პაციენტია 512, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

👉 „სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები უფრო მდიდარია შედარებით ახალგაზრდა ჯგუფში“ - თამარ გაბუნია

👉 141 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა