მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც უფრო მეტი იქნება ვაქცინირებული, უფრო მეტი შანსი აქვს ქვეყანას დაამთავროს პანდემია“ - ივანე ჩხაიძე

ექიმი, იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი Pia.ge
1629566068
COVID-19

„რაც უფრო მეტი იქნება ვაქცინირებული, უფრო მეტი შანსი აქვს ქვეყანას სწრაფად და სრულად დაამთავროს პანდემია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

„თუ ამ ციფრებით წავალთ, როგორც ახლა მივდივართ, 25-28 ათასი, ეს არის სრულიად რეალური და მიღწევადი გეგმა. მეტიც, თუ ჩვენ დღევანდელ ციფრს და იმ კადრებს გავითვალისწინებთ, თუ როგორი რიგებია ვაქცინაციის ცენტრებთან, ეს უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველსაც გვაძლევს. იდეალურ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება 1 მილიონი ვაქცინირებული ერთი თვის განმავლობაში, ეს არის 30-35 ათასი ვაქცინირებული ერთ დღეში.

თუ ჩვენ ამას მივაღწიეთ, მაშინ უფრო ადრეც იქნება შესაძლებელი 60%-იანი ბარიერის გადალახვა. 60% ეს არის მინიმალური, რაც გვჭირდება, რაც უფრო მეტი იქნება ვაქცინირებული, უფრო მეტი შანსი აქვს ქვეყანას სწრაფად და სრულად დაამთავროს პანდემია, ამიტომ ეს ტემპი მისაღებია, მაგრამ ჩქარი და სწრაფი შედეგის მისაღწევად ის ციფრი, 1 მილიონი ანუ 35 000 ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად გვჭირდება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, დამატებითი შეზღუდვების შემოღებამდე უმჯობესია ვიფიქროთ იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რომელიც ქვეყანაში არის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „მრცხვენია ექიმის, რომელიც ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს“

👉 „ერთადერთი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, აცრილი ადამიანების ზრდაა“

👉 „დელტა ვარიანტი ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად განიხილება“