მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახდენს თუ არა გავლენას ვაქცინა შვილოსნობაზე - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1617294214
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რეპროდუქციულ სისტემასთან კავშირი არ აქვს.

„მსგავსი ტიპის მონაცემები, რომ გენეტიკური ინფორმაცია შეგვეცვლება, ან ის ჩვენს რეპროდუქციულ უნარზე იმოქმედებს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ვაქცინის კვლევისა და მისი გამოყენების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა, ამიტომ ამის მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს“,- განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, არსებობდა მოსაზრება, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ნაადრევ აბორტს იწვევს, თუმცა, ეს მოსაზრება მეცნიერულად არ დადასტურდა.

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია არა იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანები - პირიქით, ამის უკან დევს სერიოზული საფრთხე. ვაქცინას არ შეიძლება ჰქონდეს რეპროდუქციულ ცვლაზე გავლენა, ერთადერთი შეიძლება ითქვას, იყო ერთი ნიუანსი, Pfizer-ისა და Moderna-ს ​ შემთხვევაში, ქალბატონების პლაცენტის ცილის მსგავსებაზე იყო საუბარი სპაიკ ცილასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი აბორტი და ა.შ. მაგრამ, ესეც მეცნიერულად გადამოწმდა და ნახეს, რომ არავითარი ნათესაობითი კავშირი პლაცენტის ცილასთან ამ სპაიკ ცილასთან, რომელიც ვაქცინის შემდგომ ჩვენს ორგანიზმში სინთეზირდება, არ აღმოაჩნდა. ამიტომ, ეს შეხედულება გაბათილებულია“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენასკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.