მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინის 200 000 დოზა შეგვიძლია მივიღოთ“ - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე stopcov
1610526706
COVID-19

„200 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შესაძლებლობა გააჩნია ქვეყანას ამ წუთში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღებს, სადაც გარკვეული თანხა უკვე გადახდილია.

როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, მიმდინარეობს სხვა მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებები და შესაძლოა სხვა ვაქცინა საქართველომ პირდაპირ რომელიმე კომპანიისგან მიიღოს.

მისი თქმით, საქართველომ ვაქცინის შეძენისთვის თადარიგი გასული წლის აგვისტოდან დაიჭირა.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ დოზას თებერვალში მიიღებს.

აგრეთვე წაწიკითხეთ:

„კოვაქს“ პლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის“ - ჯანდაცვის მინისტრი

თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ

„იანვრის ბოლომდე მზად ვიქნებით, ვაქცინის პირველი პარტია მივიღოთ“ - თამარ გაბუნია