მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ერთბაშად ყველა შეზღუდვა ვერ გაუქმდება

გამყრელიძე ამირან
1612711005
COVID-19

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.

აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები უნდა გამოიყენონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ეტაპობრივად მოხსნილი შეზღუდვების შედეგებზეა დამოკიდებული გახსნის შემდეგი ეტაპები.

ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნა პანდემიის დამარცხებას არ ნიშნავს, რადგან ორშაბათიდან გაიზრდება მობილობა, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.

„ერთბაშად ყველა შეზღუდვა ვერ გაუქმდება, ამან შეიძლება ისევ დაგვაბრუნოს შემთხვევების ზრდისკენ. არ შეიძლება, რომ მეტროში ავტობუსებში, ან მიკროავტობუსებში ვიყოთ პირბადის გარეშე. აუცილებელია, რომ დავიცვათ დისტანცია რომ არ გადაიჭედოს მგზავრებით ტრანსპორტი“- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნით, საქართველომ მსოფლიო წამყვან ქვეყნებზე წინ წაიწია.

„დღევანდელი სიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ეტაპობრივად მოიხსნას შეზღუდვები, ეს ასეც კეთდება. 15 თებერვლიდან პრაქტიკულად თითქმის ყველა შეზღუდვა იხსნება. ეს ჯერ არ გაუკეთებია ევროპის არც ერთ სერიოზულ წამყვან ქვეყანას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საქართველომ წინ წაიწია“-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, ხოლო საქართველოს მასშტაბით ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ინსპექტირების სამსახური კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგს“- თამარ გაბუნია

✔️ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება - ჩამონათვალი

✔️საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ