მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ახალ ინფიცირებულებს თითქმის ორჯერ გადააჭარბა

გამყრელიძე ამირან
1608465147
COVID-19

„დილისთვის ძალიან მაღალი იყო გამოჯანმრთელების მაჩვენებელი – 4 599. თითქმის ორჯერ გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, მაგრამ გვაქვს გარდაცვალების 39 შემთხვევა. დიახ, იმის გამო, რომ დიდია მძიმე პაციენტების რიცხვი, სამწუხაროდ, შესაძლოა, გვქონდეს სიკვდილიანობის გარკვეული ზრდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მძიმე პაციენტების გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ.

„ყველაფერი კეთდება, რომ მძიმე პაციენტები გადარჩნენ, მაგრამ რაც მეტი გვექნება შემთხვევათა რაოდენობა, უფრო მეტი იქნება დამძიმების ალბათობა, შესაბამისად, ფატალური შედეგიც უფრო მეტი დადგება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საშუალება შემზღუდველი ღონისძიებები და რეკომენდაციების დაცვაა.

„კარგია, რომ მეტია პირბადის ტარების ტენდენცია, შეზღუდვებთან ერთად, სწორედ ეს არის ერთ-ერთი შედეგი. ადამიანების უმრავლესობამ გაითავისოს, რომ გარე, თუ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება მნიშვნელოვანია. გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც პოზიტიურად ისახება ახალ გამოვლენილ შემთხვევათა შემცირებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 180 441 და გარდაცვლილია 2 094 პაციენტი.