მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ არ გაფართოვდა ამცრელ პუნქტთა რაოდენობა, მიზანს ვერ მივაღწევთ“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს
1616661851
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციისთვის მზადება დაწყებულია.

„კლინიკები თებერვლის დასაწყისში იყვნენ გადამზადებული და ახლა კიდევ ე.წ რეფრეშინგი მიმდინარეობს ამ კლინიკების თანამშრომლების, იმუნიზაციის სააგენტოსა და ალერგიის ცენტრის მიერ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, მეტი კლინიკა ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში და გაიზარდოს ამცრელ პუნქტთა რაოდენობა, რათა ვაქცინაციის პროცესი იყოს წარმატებული.

„თუ არ გაფართოვდა ამცრელ პუნქტთა რაოდენობა, ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. ამიტომ ეს უწყვეტი მზადება მუდმივი თანამგზავრი იქნება ამ პროცესის. უნდა გაფართოვდეს ამცრელთა წრე, ვინც ცრის. თუმცა, ასეთი წრე საკმაოდ დიდია, დაახლოებით, 350-მდე ადგილია, სადაც ბავშვები იცრებიან, აქ განსაკუთრებული ფილოსოფია არ არის, გამოცდილება საკმაოდ დიდია“,- განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება 3 ქალაქის 6 კლინიკაში. თბილისში - ბოკერიას კლინიკაში, რესპუბლიკური საავადმყოფოში, ამტელის კლინიკასა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში - რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკაში.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოში 30 მარტიდან დაიწყება.