მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: პირველ კვარტალში 500 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1611312342
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკემბრის 21-დან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა.

„11 იანვრიდან დღემდე უკვე ბოლო 10 დღის განმავლობაში ასეთი მკვეთრი ვარდნა აღარ არის. სტაბილიზაციისკენ ვართ, დღეს სტაბილიზაცია არის ეპიდსიტუაციის ქვეყანაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა არსებულ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის მონიტორინგი მუდმივი საფუძველი უნდა იყოს ეტაპობრივი შემსუბუქებისა ქვეყანაში.

საქართველოში 9222 ტაქსის მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება აქედან 67-ს აღმოაჩნდა ვირუსი. 5035 ბაზრის მოვაჭრეს ჩაუტარდა ტესტირება და დადებითობის მაჩვენებელი 1 პროცენტია.

4231 რელიგიის მსახურია გატესტილი, დადებითობის მაჩვენებელი 1,5%-ია,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, 29 იანვარს პირველ გადაწყვეტილებებს გავიგებთ Pfizer - ის ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსულია წერილი COVAX-დან, 500 000 დოზის პირველ კვარტალში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდა

იხილეთ აგრეთვე:

❗ვაქცინაციის გეგმის განსახორციელებლად 64 მილიონიდან 158 მილიონამდეა საჭირო - თამარ გაბუნია

❗„ვაქცინაციის გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება“ - თამარ გაბუნია

❗„ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდა“ - ეკატერინე ტიკარაძე