მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: შესაძლოა, რომელიმე ვაქცინა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში გვქონდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2020
1607417618
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებლებთან, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოვიდეს. 

„მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა სამთავრობო არხებით, რათა მარეგულირებლებისა და მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა გაზაფხულამდე უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოვიტანოთ. საუბარია 200-300 ათას დოზაზე, რომ ვაქცინაცია ადრეულად დავიწყოთ.

მოსახლეობის 20-30% წლის დასაწყისში უნდა მოვიცვათ და ეს რიცხვი შემდგომ კიდევ უნდა გავზარდოთ. იმისთვის, რომ მივიღოთ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, გვჭირდება, რომ მოსახლეობის 50-დან 60%-მდე იყოს აცრილი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს რისკ ჯგუფების ზუსტი განსაზღვრა, რომელთაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ. პირველადი ინფორმაციით, ესენი იქნებიან: ექიმები, მოხუცთა სახლების ბენეფიციარები, ქრონიკული დაავადებების მქონსე ხანდაზმული პაციენტები და სხვა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 169 649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 141 392 და გარდაცვლილია 1 576 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ეკატერინე ტიკარაძე: „რემდესივირი“ თვის ბოლომდე გვექნება

👉 ბრიტანეთში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

👉 ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის გადატანა გრიპისგან არ დაგიცავთ, ამიტომ ჩაიტარეთ აცრა