მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ აიცრა

ამირან გამყრელიძე აიცრა
1620108751
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

აცრა გამყრელიძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

აღნიშნული ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქეს შეუძლია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.