„ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება შეზღუდვების კვლავ აღდგენა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მთავრობა თანმიმდევრული გადაწყვეტილების მომხრეა.
მისივე თქმით, არასწორად მიღებული გადაწყვეტილება, ეპიდვითარებას უფრო დაამძიმებს.
„როგორც კი ბოლო 7 დღე იქნება ისეთი, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ნაკლები, დავიწყებთ ფიქრს, რომ მაგალითად, ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვები მოვხსნათ.
ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება შეზღუდვების კვლავ აღდგენა, რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ქართულ ეკონომიკას.
აქედან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო მუშაობს პარლამენტთან შეთანხმებულ, დასინქრონებულ ფორმატში და იღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში არის მოქალაქეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის სასიკეთოდ. ეს არის პრიორიტეტული მიზანი რა თქმა უნდა და არავინ უნდა იფიქროს, რომ აქ ეკონომიკური ფაქტორი არ არის გათვალისწინებული. ჩვენ თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მომხრე ვართ“, - აცხადებს მდინარაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ რეგიონში რეგულაციების აღსრულების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან, რათა ინფექციის ზრდის საფრთხე არ შეიქმნას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი გამართა.