მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვლევა: დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის

 დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის
1630302541
COVID-19

კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებულებს შორის ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერ დიდია, ვიდრე ალფა და ბრიტანული შტამით დაავადების შემთხვევაში, - ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით bbc ავრცელებს.

კვლევა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

კვლევისას დადგინდა, დელტა ვარიანტის გავრცელებამ არავაქცინირებულ პირებში შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი დატვირთვა ჯანდაცვის სერვისებზე, ვიდრე ალფა ვარიანტმა.

კვლევა ჩატარდა ინგლისში, იმ პირებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19. ინგლისში ინფიცირების 43 338 შემთხვევა შეისწავლეს, რომელთა უმეტესობაც ვაქცინირებული არ იყო.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ დელტათი ინფიცირებული პაციენტები კლინიკებში ალფათი ინფიცირებულებზე ორჯერ ხშირად ხვდებოდნენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს, მაქსიმალური დაცვისთვის კი ვაქცინის ორი დოზაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომური ინფექციებისგან დაცვა დროთა განმავლობაში შეიძლება ოდნავ შემცირდეს, ორივე ვაქცინა „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ კვლავ კარგ დაცვას გვთავაზობს ჰოსპიტალიზაციებისა და დელტათი გამოწვეული სიკვდილისგან.

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ ვაქცინაცია შესანიშნავ დაცვას გვთავაზობს დელტასგან და რადგან ეს ვარიანტი დიდ ბრიტანეთში Covid-ის შემთხვევების 99%-ზე მეტს შეადგენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვისაც არ გაუკეთებიათ ვაქცინის ორი დოზა, გაიკეთონ“, - აცხადებს დოქტორი გავინ დაბრერა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები

რამდენად ეფექტიანია ვაქცინაცია დელტა შტამის მიმართ? ამერიკელი სპეციალისტის განმარტება

კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

„თუ გვინდა გადავრჩეთ, დელტა ვარიანტის მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ“