მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“ - დავით გადელია ანტივაქსერებს

„არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“
1628606151
COVID-19

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.

„ძალიან მოკლედ, მთავარ საკითხზე. ვამბობ, რაც მოხდება მთელ მსოფლიოში და არ გეგონოთ, ჩვენს ქვეყანაში ისტერიულ-უგუნურად მომკივან ვინმე კონკრეტულ პირს ვამუნათებდე:

აცრა, პირბადე და დისტანცია (ამაში შედის არათავშეყრაც), აგვაშორებს როგორც სამედიცინო კატასტროფას, უმძიმესი შედეგებით, ასევე ლოკდაუნს და ეკონომიკის დაცემას!

ვინც ამ ტრიადის მოწინააღმდეგენი ხართ, სწორედ ისინი გვევლინებით ეკონომიკის მტრებად; სწორედ თქვენი სიჯიუტის და თავქარიანობის გამო შესაძლებელია იძულებული გახდეს ქვეყანა, შემდგომში უფრო მკაცრ შეზღუდვებზე გადავიდეს. კაცობრიობის უდიდესი ნაწილი იბრძვის უხილავი მტრის წინააღმდეგ და თუ ძალიან გაჭირდა, ისე მოიქცევა, როგორც ომში იქცევიან!

არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ! თუ ძალიან გაჭირდა, დემოკრატია უკანა პლანზე გადაიწევს და თავის გადასარჩენად, მსოფლიო მკაცრ ღონისძიებებზე გადავა. ეს ყველგან მოხდება – იმ რიგითობით, სად რა მდგომარეობაა! ჩვენ ახლა ძალიან ცუდ დღეში ვართ და მოვეგოთ გონს! გავაკეთოთ რასაც ჩვენზე მცოდნენი, აკადემიური განათლების მქონენი გვირჩევენ და მივენდოთ უფალს“, - წერს დავით გადელია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“

👉 „კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია“