მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა აჭარაში კოვიდპაციენტებისთვის თავისუფალი საწოლები - მინისტრის განმარტება

ბავშვი პაციენტი
1628683857
COVID-19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 5681 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 15% საავადმყოფოში მკურნალობს.

მისი თქმით, ამ დროისთვის კოვიდპაციენტებისთვის 55 ადგილია თავისუფალი და ემატება 45 საწოლი. მათ შორის, 11 რეანიმაციული განყოფილებისაა.

ასევე, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში კიდევ ერთი ჰოსპიტალი ჩაერთვება.

„დღეს არსებული რესურსი კლინიკებში არის საკმარისი, თუმცა საწოლფონდი არის მუდმივად ცვალებადი. ეს არის დილანდელი მონაცემები, რომელიც იცვლება ყოველ საათში“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

როგორც მან განაცხადა, ზოგადად, სიტუაცია სტაბილური რჩება, თუმცა ეპიდვითარების შემდგომი ცვლილება მოსახლეობის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 461 198-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 230 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 409 110 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს ჯერ კიდევ არ არის ინფიცირების პიკი, ეს კარგა ხანს გაგრძელდება“ - ირმა კვიცარიძე

👉 „აცრილი ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არ არიან“ - პროფესორი ზაალ კოკაია ფაიზერთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

👉 „12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის შესაძლებელი იქნება“ - ივანე ჩხაიძე