მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აცრა უკვდავების წყარო არ არის“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1635329036
COVID-19

„აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება, აუცრელი ადამიანი იღუპება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძის თქმით, 1000 აუცრელი ადამიანიდან შეიძლება 14-15 დაიღუპოს, ხოლო 1000 აცრილის შემთხვევაში შესაძლოა 1 პირი დაიღუპოს.

„დაახლოებით აცრილსაც და გადატანილსაც ერთნაირი შანსი აქვს, რომ ვირუსი დაემართოს. აცრა უკვდავების წყარო არ არის, აქედან გამომდინარე, შეიძლება დაინფიცირდეთ, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება. იღუპება აუცრელი ადამიანი. სტატისტიკა ყველამ ვიცით.

თუ 1000 აუცრელი ადამიანიდან დაიღუპება 14-15, 1000 აცრილიდან მაქსიმუმ 1 ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. აი, ეს არის განსხვავება. ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის, კორონას რომელი შტამი დაემართება. ამას ეპიდემიოლოგებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან დელტა შტამი გაცილებით უფრო გადამდებია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე: 👇

რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

✅„ვაქცინაცია ეს არ არის ვერცხლის ტყვია, ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია,“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

✅„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას ყველა ქვეყანა დაიწყებს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✅„თუ არ ხართ აცრილი, არ უნდა გქონდეთ ურთიერთობა პაციენტებთან ან ფართო საზოგადოებასთან “ - ზაზა წერეთელი

✅ევროპა მეორე კოვიდზამთრისთვის ემზადება