მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

AY.4.2-ი უფრო გადამდები შეიძლება იყოს - ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო

AY.4.2-ი უფრო გადამდები შეიძლება იყოს
1635097240
COVID-19

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო, დელტა შტამის ქვევარიანტს, AY.4.2-ს სწავლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები ვიდრე დელტა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში აღნიშნული ქვეხაზი უფრო გავრცელდა და არსებობს ადრეული მტკიცებულება, რომ მას დიდ ბრიტანეთში ზრდის უფრო მაღალი ტემპი შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს ჯერ კიდევ ვიღებთ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ახალი ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს ან არსებულ ვაქცინებს ნაკლებად ეფექტურს ხდის“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა

👉 „მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე

👉 „მედიცინა მალე ჩიხში შევა, მოსახლეობა მედპერსონალის გარეშე დარჩება“ - ლევან რატიანი