მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 363 ადამიანი აიცრა

აცრა
1617782070
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით 1 363 ადამიანი აიცრა.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 14 207 ადამიანია აცრილი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 7 აპრილის მონაცემებით 285 645-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 275 547 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,98%, ბოლო 7 დღის - 2,42%-ია.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.

იხილეთ აგრეთვე:

✅687 ინფიცირება, 327 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✅351 თბილისი, 68 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

✅საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა