მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 426 ადამიანი აიცრა

აცრა
1619080940
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 426-მა ადამიანმა გაიკეთა.

22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 33 337 ადამიანია აცრილი.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე უკვე 51,182-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, მათმა უმეტესობამ უპირატესობა „ფაიზერის“ ვაქცინას მიანიჭა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია COVID 19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც აქვთ. მათ 3 ვაქცინის დაფიქსირება შეუძლიათ.

პორტალზე დარეგისტრირებული 51,182 ადამიანიდან 49 043-მა ხმა „ფაიზერის“ ვაქცინას მისცა, მეორე ადგილზეა „მოდერნა“ (23 684), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“ (9 755), „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ (6 801), „ნოვავაქსი“ (4 678), ბოლო ადგილს კი ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი“ (2 670) „სინოვაკი“ (604) იკავებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 30 0264-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 283 557 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 4,38%, ბოლო 14 დღის - 3,55%, ბოლო 7 დღის - 4,37%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მაქსიმალურად ავარიდოთ თავი დღესასწაულებზე ხალხმრავლობას და წესების უგულებელყოფას“ - თამარ გაბუნია

✅გიორგი ღიბრაძე: კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა

✅30 აპრილს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 000 დოზას მიიღებს