COVID-19

„მაქსიმალურად ავარიდოთ თავი დღესასწაულებზე ხალხმრავლობას და წესების უგულებელყოფას“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის
მოაგილე კორონა ვირუსზე
1619005453
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააღდგომო დღესასწაულებზე დამატებითი შეზღუდვები და არც კომენდანტის საათის გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, გამკაცრდება რეგულაციების დაცვის კონტროლი და ის მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან მოცემული წესები.

„ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება რთულდება ეპიდემიური თვალსაზრისით და ისიც გვესმის, რომ ქვეყანა შეზღუდვების გამკაცრებას რთულად გადაიტანს. უნდა დავიცვათ ის წესები, რომელიც დაწესებულია. აღდგომის დღესასწაულები არის ყველასთვის ბრწყინვალე დღესასწაული და ზეიმი როგორც რელიგიურ, ასევე, სოციალურ გარემოში ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ის, რომ დიდი გამოწვევაა ეპიდემიური კუთხით.

ასე რომ ყველამ უნდა დავიცვათ ის აუცილებელი მოთხოვნები, რაც საშუალებას მოგვცემს მაისში თავი ავარიდოთ შემთხვევების შემდგომ ესკალაციას და ზრდას. რა თქმა უნდა, გარკვეული გამოწვევა სააღდგომო დღესასწაულები იქნება და ამ კუთხით ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი დღესასწაულებზე ხალხმრავლობას და წესების უგულებელყოფას.

ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე არ ქვაქვს, თუმცა ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს მანამდე თითქმის 10 დღე ვიდრე მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე და ეს 10 დღე ხშირად ცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს.

ასე, რომ ვნახოთ ეპიდემიური კუთხით როგორ განვითარდება მოვლენები, დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა დადგეს საკითხი, ამას ვერ გამოვრიცხავთ.

ის წესები, რაც ჩვენ აქამდეც გავიარეთ საპატრიარქოსთან ერთად ,რაც ქმნის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სურათს რელიგიური მსახურების პროცესში, ეს ყველასთვის ცნობილია და ბუნებრივია სააღდგომო დღესასწაულებზეც ამ წესების დაცვით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ პროცესების ჩატარება.

რაც შეეხება დღესასწაულზე კომენდანტის საათის მოხსნას, დღევანდელი მდგომარეობით ღამე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის დღევანდელი მდგომარეობით,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, კვლავ ძალაში რჩება კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა.

იხილეთ აგრეთვე:

✅გიორგი ღიბრაძე: კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა

✅30 აპრილს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 000 დოზას მიიღებს

✅„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

პარლამენტის წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახო მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა.

1620635301

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, დღეს „ასტრა-ზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1620634784

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელია დღეს გათავისუფლდება.

1620634153

„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.

1620633774
საქართველოს პრეზიდენტმა
ჩრდილოეთ მაკედონიაში
ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიან...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენი...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსი...

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.