მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 770 ადამიანი აიცრა

ვაქცინაცია
1619799259
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 770-მა ადამიანმა გაიკეთა.

30 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 45 338 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1476 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,29%, ბოლო 14 დღის - 4,7%, ბოლო 7 დღის - 4,85%-ია.

აგრეთვე იხილეთ:

1476 ინფიცირება, 791 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში