მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 13 884 ადამიანი აიცრა

აცრა
1627370183
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 884-მა ადამიანმა გაიკეთა.

26 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 418 398 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1 335 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 407 689 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 731 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 376 088 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,68%, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,71%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„კორონავირუსის დელტა ვარიანტი ყველაზე სწრაფი და საშიში ვერსიაა“ - ექსპერტები

✔️კოვიდვაქცინა აბებში - არის შესაძლებელი?

✔️ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინების შერევა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის - სამხრეთ კორეული კვლევა