COVID-19

„კორონავირუსის დელტა ვარიანტი ყველაზე სწრაფი და საშიში ვერსიაა“ - ექსპერტები

აჭარაში ტურისტებს დელტა
შტამი დაუდასტურდათ
1627363767
დაკოპირებულია

ვირუსოლოგთა და ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი ყველაზე სწრაფი და საშიში ვერსიაა.

ექსპერტის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ დელტა ვარიანტს შეუძლია მოახდინოს სრულად ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირებაც.

პირბადეების მიზნობრივი გამოყენება, სოციალური დისტანცირება და სხვა ზომები შეიძლება კვლავ საჭირო გახდეს ფართო ვაქცინაციის კამპანიის მქონე ქვეყნებშიც.

„ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი რისკი დელტა ვარიანტია. ვირუსები მუდმივად ვითარდებიან მუტაციის გზით, რის შემდეგაც წარმოიქმნება ახალი ვარიანტები. ზოგჯერ ეს უფრო საშიშია, ვიდრე ორიგინალი“,- განაცხადა მიკრობიოლოგმა შერონ ფიქოქმა.

სინგაპურში, სადაც დელტა შტამი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების 3/4 ვაქცინირებულ პირებს შორის დაფიქსირდა, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო მძიმედ დაავადებული.

ისრაელის ჯანდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოვიდჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 60% ვაქცინირებულ პირებზე მოდის.

ინგლისის საზოგადოებრივმა ჯანმრთელობამ პარასკევს განაცხადა, რომ ბრიტანეთში დელტას ვარიანტით ჰოსპიტალიზებული 3,692 ადამიანიდან 58,3% არ იყო ვაქცინირებული, ხოლო 22,8% სრულად აცრილი.

სან-დიეგოს La Jolla-ს იმუნოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგმა, შეინ კროტიმ აღნიშნა, რომ დელტა ვარიანტი 50%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში პირველად აღმოჩენილი ალფა ვარიანტი.

მათ ასევე განმარტეს, რომ ვაქცინები კარგად იცავს დაავადების მძიმე ფორმისგან და დაინფიცირების რისკის ქვეშ უმეტესად არავაქცინირებული პირები არიან.

„ბევრი ვაქცინირებული ადამიანი იმედგაცრუებულია, ისინი 100%-ით არ არიან დაცული ინფექციებისგან“, - განაცხადა დოქტორ მონიკა განდიმ, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ინფექციურმა დაავადებების ექიმმა.

Pfizer Inc (PFE.N) / BioNTech ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია COVID 19–ის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 41% ეფექტური აღმოჩნდა ისრაელში გასული თვის განმავლობაში სიმპტომური ინფექციების შესაჩერებლად.

დელტა ვარიანტი კონკურენციას უწევს ყველა სხვა ვირუსს, რადგან ის უფრო ეფექტურად ვრცელდება“,- აცხადებს კროტი.

გენომის ექსპერტმა ერიკ ტოპოლმა, სკრიპსის კვლევითი თარგმანების ინსტიტუტის დირექტორმა ლა ჯოლაში, კალიფორნია, აღნიშნა, რომ დელტას ინფექციებს უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდი და ვირუსული ნაწილაკების გაცილებით მეტი რაოდენობა აქვთ.

როდესაც ვაქცინები პირველად შეიქმნა, არავინ ფიქრობდა, რომ ისინი გამოიწვევდა ინფექციის თავიდან აცილებას”, - აღნიშნა კარლოს დელ რიომ, ატლანტას ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის პროფესორმა.

დელ რიო ამბობს, რომ ყოველთვის მიზანი იყო მძიმე დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან აცილება.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პობოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „დელტა შტამს გავუღეთ კარი და ვუთხარი, აი, მობრძანდი“

👉 ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

👉 „ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.