მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდვაქცინა აბებში - არის შესაძლებელი?

წამლის დალევა
1627325836
COVID-19

ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინექციის გზით კეთდება. ალბათ, მომავალში ეს შესაძლოა, ინჰალაციით ან აბების მიღებით გაგრძელდეს. BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში პროფესორები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალ გამოგონებაზე საუბრობენ, რომელიც, მათი პროგნოზით, პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და აი, რატომ:

კომპანია Iconovo-ს ლაბორატორიის (შვედეთი) ქიმიკოსმა ინემო ანდერსონმა შეიმუშავა თხელი პლასტმასის ინჰალატორი, რომელიც, დაახლოებით ასანთის კოლოფის ზომისაა. ინემო ანდერსონის გუნდს იმედი აქვს, რომ ეს პაწაწინა გამოგონება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში: ის შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს ვაქცინაცია დამოუკიდებლად, სახლში ჩაიტარონ.

„ის მოსახერხებელი და იაფია“, - ამბობს იოჰან ვაბორგი, რომელიც აღნიშნული ლაბორატორიის ხელმძღვანელია და რომელიც ასთმით დაავადებულებისთვის სპეციალურ ინჰალატორებს აწარმოებს.

„მოხსნით ამ პატარა პლასტიკურ ზონარს, რის შემდეგაც ინჰალატორი სამუშაოდ მზადაა. მიიტანთ პირთან, ღრმად ამოისუნთქავთ, შეისხურებთ და ჩაისუნთქავთ“, - განმარტავს ვაბორგი.

Iconovo იმუნოლოგიურ კვლევით სტარტაპთან ISR-თან თანამშრომლობს (სტოკჰოლმი), რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მშრალი ფხვნილის სახით შექმნა.

ფაიზერის, მოდერნასა და ასტრაზენეკასგან განსხვავებით, რომლებიც რნმ-სა და დნმ-ზე საფუძველზე შექმნეს, მასში გამოიყენება კორონავირუსის ხელოვნურად შექმნილი ცილები. ფხვნილს შეუძლია გაუძლოს ტემპერატურას პლუს 40 გრადუს ცელსიუსამდე.

ის რადიკალურად განსხვავდება ჯანმოს მიერ დამტკიცებული თხევადი ვაქცინებისგან, რომლებიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს

მაგალითად, ფაიზერი სპეციალურ ჭურჭელში -70 გრადუსზე ინახება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინა ეფექტიანობას კარგავს. ვაქცინის ერთი მაცივრიდან მეორეში გადატანას ქარხნიდან მომხმარებლამდე „ცივ ჯაჭვს“ უწოდებენ.

„ახალი პრეპარატი თამაშის წესებს ცვლის. მას არ სჭირდება „ცივი ჯაჭვი“. მისი ტრანსპორტირება და გადანაწილება მარტივია და მისი მიღება სამედიცინო მუშაკის დახმარებას არ საჭიროებს“, - განმარტავს შვედეთის სამეფო ინსტიტუტის იმუნოლოგი, პროფესორი ულა ვინდკვისტი.

მშრალი ყინვა

ამჟამად ISR კოვიდის ბეტა და ალფა შტამების საწინააღმდეგო ვაქცინებს ცდის, რომლებიც პირველად სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მათი გამოგონება განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება აფრიკაში, სადაც ვაქცინებს არ აწარმოებენ, ხოლო ცხელი კლიმატი კორონავირუსის საწინააღმდეგო ტრადიციული ვაქცინების აფრიკისთვის მიწოდებას და მათ შენახვას ხელს უშლის.

კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ფხვნილის სახის ვაქცინა ისევე ეფექტიანია, როგორც თხევადი. ამ ეტაპზე კვლევა მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, თუმცა, ISR-მ და Iconovo-მ საკმარისი სახსრები მოაგროვეს ადამიანებზე ტესტირების ჩასატარებლად და ამ პროცესის დაწყებას, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ გეგმავენ.

სამედიცინო საზოგადოებაში თავშეკავებული ოპტიმიზმი ჭარბობს. ექიმები ამბობენ, რომ თუკი ადამიანებზე ტესტირება წარმატებით ჩაივლის, ფხვნილის სახის ვაქცინა რევოლუციას მოახდენს არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ, სხვა, ისეთი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც აცრას საჭიროებს.

„ეს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის შორეულ რეგიონებს და, შესაძლოა, საბოლოოდ დაავიწყოს ადამიანებს მინი მაცივრების ტარება“, - აღნიშნა სამეფო ინსტიტუტის პროფესორმა სტეფან სვარტლინგ პეტერსენმა, რომელიც 2016-2020 წლებში გაეროს საბავშვო ფონდის სამედიცინო პროგრამების ხელმძღვანელი გახლდათ.

ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ფხვნილის სახის ვაქცინის გამოჩენას მშრალი ყინვის პროდუქტებს ადარებს, რომელთა გამოყენება ნებისმიერ ისეთ ადგილას შეიძლება, სადაც ელექტროენერგია არ არის.

სანამ კომპანიები ფხვნილის სახის ვაქცინას ტესტავენ, სტეფან პეტერსენი სხვა პერსპექტიულ წამოწყებაზე საუბრობს. ეს არის კომპანია Ziccum-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც თხევადი ვაქცინების გამოშრობას გულისხმობს, როგორც არსებულის, ისე მომავალში წარმოებულების. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი გამოშრობით ვაქცინები ეფექტიანობას არ დაკარგავს.

მშრალი ფხვნილის სახით ვაქცინების გადაზიდვა შესაძლებელი იქნება განვითარებად ქვეყნებში და უშუალოდ ვაქცინაციის წინ გაიხსნება გამოხდილ წყალში.

„ახალი ტექნოლოგია ვაქცინის სხვადასხვა გზით მიღების შესაძლებლობას იძლევა, როგორც ცხვირის სპრეებით, ისე აბებით“, - მიიჩნევს კომპანია Ziccum-ის ხელმძვანელი იორან კონრადსონი.

„წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. მაგრამ პრინციპში, ეს შესაძლებელია“, - დასძენს კონრადსონი.

„მწვანე“ ალტერნატივა

ფხვნილის სახის ვაქცინა დაეხმარება მათაც, ვისაც ინექციის შიში აქვს და ასევე, მაცივრების ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებით ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. და, რა თქმა უნდა, ის უფრო მეტ ადამიანს მისცემს ვაქცინაციის საშუალებას.

„უსაფრთხოდ არავინაა და სანამ ასეა, არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს, სანამ კორონავირუსი სამყაროში „დასეირნობს“, თუნდაც, ჩვენგან შორს“, - ამბობს იორან კონრადსონი.

„ეპიდემიებთან და პანდემიებთან ეფექტიანად ბრძოლისთვის, მთელ სამყაროში, ნებისმიერ რეგიონში უნდა იყოს მოსახლეობის აცრის საშუალება“, - განმარტავს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია ეპიდემიოლოგიური მზადებისთვის“ ხელმძღვანელი ინგრიდ კომანი.

ინგრიდი ფხვნილის სახის ვაქცინებზე საუბრისას სიფრთხილეს იჩენს და ამბობს, რომ ამგვარი ვაქცინები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და კიდევ ბევრი სამუშაოა მათი მასიური წარმოების კუთხით, თუმცა კომანი აქვე დასძენს, რომ „თუკი ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ვაქცინების ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 იქნება თუ არა კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები ეფექტიანი - იაპონიაში პრეპარატის გამოცდა დაიწყო

🔴 ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?

🔴 კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

🔴 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის