მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4425 ადამიანი აიცრა

აცრა
1623586506
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4425 პირს ჩაუტარდა. აღნიშნულ ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ამ დროისთვის საერთო ჯამში აცრილია 206 742 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 522 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 14 პირი გარდაიცვალა, ხოლო 1074 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.