მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდთა ვაქცინაცია აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

აცრა
1628097054
COVID-19

ბრიტანეთი აპირებს ყველა 16 და 17 წლის მოზარდთა ვაქცინაციას COVID 19-ის საწინააღმდეგოდ „ფაიზერის“ ვაქცინით, აღნიშნულის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ „ესაა წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ვირუსისაგან მეტ ბავშვს დაიცავს და მისცემს მათ საშუალებას სექტემბერში სკოლებში დაბრუნდნენ“. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა თავდაპირველად ორი კვირის წინ აღნიშნა, რომ მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით დაუცველი ბავშვებისათვის შეეთავაზებინათ ვაქცინაცია და აცხადებდნენ რომ როდესაც საქმე მოზარდებს ეხება განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო.

დაავადების გავრცელების, ცვლილებებისა და უსაფრთხოების უახლესი მონაცემების გათვალისწინებით, დღეს მოზარდებისათვის წამოიჭრა ახალი ინიციატივა.

ახალგაზრდებში დელტას ვარიანტის სწრაფმა გავრცელებამ გამოიწვია ინფიცირების მაჩვენებლის პიკი.

კორონავირუსის უახლესი მონაცემების განხილვის შემდეგ, ჩვენ გვირჩევთ, რომ ჯანმრთელ 16-17 წლამდე მოზარდებს შესთავაზონ „ფაიზერით“ ვაქცინაცია“ - განაცხადა ვეი შენ ლიმმა.

„მიუხედავად იმისა, რომ COVID 19-ის ვირუსი, ახალგაზრდებში როგორც წესი, ადვილად მიმდინარეობს, ან ასიმპტომურია, ზოგის შემთხვევაში ეს შეიძლება ცუდად განვითარდეს“

ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა თქვა, რომ მოსალოდნელია, ვაქცინაციის პროგრამა მოზარდებისათვის აგვისტოს ბოლოს დაიწყოს.

ბრიტანეთმა გაცილებით უფრო ფრთხილი მიდგომა მიიღო ბავშვების ვაქცინაციისას, ვიდრე შეერთებულ შტატებსა და ისრაელში, რომლებმაც განაგრძეს ფართო ვაქცინაცია 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე მიდგომა იყო საკმაოდ ფრთხილი, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ყოფილიყო ვაქცინების უსაფრთხოების პროფილისათვის მიღებული, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია მოზარდებში აბსოლუტურად უსაფრთხოა.

კომპანია აცხადებს, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები უნდა აიცრან.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება ბავშვთა და მოზარდთა ვაქცინაციის შესახებ უნდა აბალანსებდეს რისკებსა და სარგებელს და ეს არასოდეს არის ადვილი.

16-17 წლის მოზარდთა ვაქცინაცია არის წინ გადადგმული გონივრული ნაბიჯი. მნიშვნელოვანი იქნება თავად მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნებისათვის და ასევე ეს სასარგებლო იქნება უფრო ფართო საზოგადოებისათვის, მათ შორის ხანდაზმულებსა და მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში“, - განაცხადა რასელ ვინერმა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პროფესორმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣დელტა შტამი - პასუხები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან 10 კითხვაზე

📣ფაიზერის მესამე დოზა დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის

📣„აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“ - პაატა იმნაძე