მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დელტა შტამი - პასუხები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან 10 კითხვაზე

კორონავირუსის დელტა შტამი Pia.ge
1627463063
COVID-19

კორონავირუსის დელტა შტამი სწრაფად გავრცელებული ვარიანტია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იმ ქვეყნებშიც ზრდის, სადაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლები მაღალია. Bloomberg-ი გვთავაზობს 10 ყველაზე მნიშვნელოვან და საყურადღებო კითხვის პასუხს დელტა ვარიანტთან დაკავშირებით.

კორონავირუსის გავრცელების შედეგად გაჩენილმა სწრაფად გავრცელებულმა დელტა ვარიანტმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი საფრთხეები გამოიწვია. ბუნებრივია, გაჩნდა შეკითხვები, რომლებიც მოსახლეობას დელტა შტამთან დაკავშირებით ყველაზე მეტად აინტერესებს.

შეკითხვებს კორონავირუსის დელტა ვარიანტისა და მისი პოტენციური საფრთხის შესახებ Bloomberg Opinion-ის ავტორი სემ ფაზელი პასუხობს, რომელიც ფარმაცევტულ ინდუსტრიას აშუქებს.

დელტა შტამი

აი, რა უნდა ვიცოდეთ:

1️⃣ დელტა შტამმა კოვიდ 19-ის შემთხვევების მატება გამოიწვია, განსაკუთრებით აუცრელ ადამიანებში და მათ შორის, მათშიც, ვინც აიცრა. მართალია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ინდური შტამისგანაც კარგად გვიცავს?

ამის ზუსტი განსაზღვრა რთულია. ვიცით, რომ ვაქცინები ინფექციის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტიანი არასდროს ყოფილა, დელტა შტამის გამოჩენამდეც კი. მაგალითად, ფაიზერი/ბიოტექის და მოდერნას კვლევის დროს მათი 90%-მდე ეფექტიანობა დადგინდა, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა ადამიანს გამოუვლინდა დადებითი პასუხი ვირუსზე, მაგრამ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეები 100%-ით იყვნენ დაცულები მძიმე დაავადებისგან ან ჰოსპიტალიზაციისგან. დელტა ვარიანტს აქვს რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც ინფექციის მატების რისკს ზრდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ანტისხეულები მის პირველად დაცვას ვერ უზრუნველყოფენ, მაგრამ ვაქცინირებულ ადამიანებში კოვიდის მძიმე ფორმებში განვითარების რისკი გაცილებით დაბალია და ინფიცირების შემთხვევაში, სიმპტომები სწრაფად გაუვლით. ნუ ვიქნებით ილუზიებში - ადამიანები მაინც გარდაიცვლებიან კოვიდ 19-ით, ვაქცინირების შემთხვევაშიც კი, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე აცრის გარეშე.

2️⃣ რატომ წარმოადგენს დელტა შტამი ამგვარ საფრთხეს? როგორ მუშაობს ის?

დელტა ვარიანტმა განიცადა გარკვეული მუტაციები, რომლებიც მას კორონავირუსის სხვა მონათესავე შტამებთან შედარებით უფრო საშიშს ხდის. იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს უნარი, დაუსხლტეს ანტისხეულებს, ის გაცილებით უკეთ აინფიცირებს უჯრედებს ადრე ინფიცირებულ ან ვაქცინირებულ ადამიანებშიც კი. როგორც კი უჯრედებში მოხვდება, სწრაფად იწყებს გამრავლებას. პროცესი ეხმარება ვირუსს, დაემალოს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად განვითარდეს. დელტა ვარიანტი, როგორც ჩანს, უფრო დიდ კლასტერს ქმნის, რაც ეხმარება მას შექმნას უფრო მეტი პოტენციური ინფექციური ასლები. მაღალი ვირუსული დატვირთვა ნიშნავს იმას, რომ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია ამოისუნთქოს უფრო მეტი ვირუსული ნაწილაკები, რაც დელტა შტამს უფრო მეტ შანსს აძლევს, ახალი მსხვერპლი იპოვოს.

3️⃣ რა რისკებს იწვევს ვაქცინირებული ადამიანების ინფიცირება?

ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ვაქცინირებული ადამიანების ინფიცირება გასაკვირი სულაც არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის ვიცოდით - ვაქცინები ინფექციების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტიანი არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტი ამ ეფექტიანობას კიდევ უფრო არღვევს. ვირუსი ადამიანებში აღწევს რესპირატორული ტრაქტის ლორწოვანი გარსის მეშვეობით, რომელსაც სხვაგვარად ლორწოვანის მემბრანებს უწოდებენ. ამ ადგილებში შეიძლება არ არსებობდეს საჭირო რაოდენობის ანტისხეულები, რაც ვირუსს მცირე საყრდენს აძლევს, მაგრამ მხოლოდ ინფექცია არ შეიძლება იყოს ვაქცინირებულ პირთა შეშფოთების მიზეზი.

4️⃣ რამდენად მძიმედ მიმდინარეობს ვაქცინირებულთა ინფიცირების შემთხვევები? რამდენად შემაშფოთებელია, რომ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ისრაელი და დიდი ბრიტანეთი, სადაც ვაქცინაციის ტემპი მაღალია, ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება?

საბედნიეროდ, ჩვენ ვაქცინირებულთა ავადობას ვერ ვხედავთ, რადგან, ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის მიუხედავად, ვაქცინების ეფექტიანობა მძიმე დაავადებების ან ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ მაინც ძალიან მაღალია. გახსოვდეთ, რომ თუკი ვაქცინირებული ადამიანი ინფიცირდება, მისი იმუნური სისტემა დაიწყებს რეაგირებას და ფაქტობრივად, გამოიწვევს ზოგიერთ ისეთ სიმპტომს, რომელსაც ორგანიზმი სხვა ინფექციების დროს შეგუებულია. მაგალითად: თავის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, კუნთების/სახსრების ტკივილი. ბუნებრივია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია - ზოგიერთს ვაქცინაციის შემდეგ გაცილებით ძლიერი ანტისხეულები გამოუმუშავდება და ამ შემთხვევაში მისი იმუნური სისტემის რეაქცია ინფექციაზე განსხვავებული იქნება, რაც სხვადასხვა სიმპტომში გამოიხატება: მაგალითად, გაციება/გრიპი.

5️⃣ რამდენად შემაშფოთებელია თუნდაც მსუბუქი ინფიცირების შემთხვევები?

აქ რამდენიმე პრობლემაა. პირველ რიგში, თუკი მსუბუქად ინფიცირდით, შესაძლოა, გადადოთ ვირუსი მას, ვინც დაუცველია, თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინირებული ადამიანებიდან ვირუსის გადადების რისკი დაბალია. ასევე, არსებობს ვირუსის ახალი მუტაციის გაჩენის ალბათობა, რაც საბოლოოდ, კიდევ უფრო ზრდის ვაქცინირებული ადამიანებისთვის რისკს, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსის რეპლიკაცია (განახლება) და ინფექციის ხანგრძლივობაა მცირდება. ასე რომ, შესაძლოა, მას არ ეყოს დრო ახალი მუტაციის განსავითარებლად. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მდგომარეობს იმაში, აქვთ თუ არა ვაქცინირებულ ადამიანებს, რომლებიც მსუბუქი ფორმით ინფიცირდებიან, ხანგრძლივი Covid-ის განვითარების რისკი, რაც, ჩემი ვარაუდით, მსოფლიოში ერთადერთი საფრთხეა, რომელიც კორონავირუსის მსუბუქ ინფექციებს ნორმალურ მოვლენად იღებს.

6️⃣ რამდენად არის დამოკიდებული ადამიანის ინფიცირების რისკი ვაქცინის სახეობაზე?

ლაბორატორიული კვლევები ცხადყოფს, რომ mRNA ვაქცინები უკეთესია, ვიდრე ეგრეთ წოდებული ადენოვირუსული ვაქცინები, ისეთები, როგორებიცაა „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონი და ჯონსონი“. რეალური მონაცემები, რომლებშიც შედარებულია ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანების ჯგუფები, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ფაიზერი/ბიოტექის ვაქცინას აქვს შედარებით უფრო მაღალი ეფექტიანობა დელტა შტამის მსუბუქი პრევენციის დროს, ვიდრე ასტრაზენეკის ვაქცინას. თუმცა, დიდ ბრიტანეთში, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ფაიზერი/ბიოტექის ვაქცინის ეფექტიანობა ისრაელში დაბალია. ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი დეტალი იმის შესაფასებლად, რატომ არსებობს განსხვავება დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს შორის. აგრეთვე, ვფიქრობ, აღმოვაჩენთ, რომ „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინა შედარებით ნაკლებად ეფექტიანია დაავადების მსუბუქი ფორმით მიმდინარეობისას, მაგრამ ანალიზების ერთი და იგივე ტიპი ადასტურებს, რომ ვაქცინები ერთნაირად ეფექტიანია კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის დროს.

7️⃣ რა სახის სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოს სრულად ვაქცინირებულმა ადამიანმა, იმის გათვალისწინებით, რომ დელტა ვარიანტი საფრთხეს წარმოადგენს?

გითხრათ, როგორ ვიქცევი? საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, მაგალითად, სუპერმარკეტში ან სავაჭრო ცენტრში, სადაც არ ვიცი ადამიანების ვაქცინაციის სტატუსი, მიკეთია ორი პირბადე. თუკი მეგობრებთან ერთად ვარ, ვიცი, ვინ არის ვაქცინირებული და ვინ არა. შესაბამისად, ამის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას მათთან ერთად ქუჩაში თუ დაწესებულებაში სიარულის დროს. დღემდე არ მივირთმევ საჭმელს დახურულ რესტორნებში, ვერიდები ბარებსა და პაბეში შესვლას. ამ დღეებში ნამდვილად ჩავჯექი თვითმფრინავში, მოვირგე ორი პირბადე და შეძლებისდაგვარად ვერიდებოდი ხალხმრავალ ადგილებს.

8️⃣ აშშ-ში ბევრი ხანშიშესული ადამიანი იყო პირველი, ვინც აიცრა. უნდა ვიფიქროთ თუ არა ვაქცინის ეფექტიანობის ვადაზე და წარმოადგენს თუ არა დელტა შტამის არსებობა უფრო მეტ რისკს ამ ჯგუფისთვის?

ვიცით, რომ ასაკის მიუხედავად mRNA ვაქცინები თანაბრად ეფექტიანი იყო ვირუსის წინა ვერსიების მიმართ. ამავდროულად, მათ, ასევე, მოახდინეს დაავადების სერიოზული ფორმის პრევენცია. რაც არ ვიცით, არის ის, თუ როგორ მიმდინარეობს დელტა შტამი ხანდაზმულებში და როგორ ვითარდება დროთა განმავლობაში მათი იმუნიტეტი. ამიტომ, ამ ყველაფრის დადგენამდე სიფრთხილე გვმართებს.

9️⃣ ხომ არ არის დრო დავიწყოთ ბუსტერის გაკეთება დელტა შტამის წინააღმდეგ?

ვფიქრობ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დიახ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მსუბუქი ინფიცირების მაჩვენებლების საფუძველზე ვაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების მართვას. უნდა მოვემზადოთ როგორც დელტა შტამისთვის, ისე ბეტა ვარიანტისთვის, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ვირუსმა თავისი ევოლუცია დაასრულა. გვჭირდება კი ბუსტერები ახლა? მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ღირს თუ არა ვაქცინების შეკვეთა ყოველი შემთხვევისთვის? ალბათ, კი, ვფიქრობ, ღირს!

🔟 რაც შეეხება ბავშვებს?

12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები - რთული პრობლემაა. გავრცელებული მოსაზრებით, ისინი არ ავადდებიან მძიმე დაავადებებით, რაც გარკვეულწილად სიმართლეა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კოვიდი ბავშვებში რთულ ფორმებში მიმდინარეობს. წარმოიშვება პრობლემა, რომელსაც მულტისისტემურ ანთებით სინდრომს უწოდებენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებში რისკებთან დაკავშირებით მონაცემების დიდი ნაწილი ეყრდნობა იმ პერიოდს, როდესაც გვქონდა შეზღუდვები და ბავშვები განთლებას დისტანციურად იღებდნენ. აგრეთვე, იმ დროს არ არსებობდა დელტა შტამი. ამგვარად, ვრისკავთ კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას, როდესაც სექტემბერში ბავშვები დაუბრუნდებიან სკოლებს, ხშირად, პირბადეების გარეშე. თანაც, დამატებითი პრობლემა გვაქვს - რესპირატორული სინციციალური ვირუსის (RSV) შემთხვევების ზრდა, რომელიც ბოლო 12–18 თვის განმავლობაში ძლიერ იყო ჩახშობილი, რასაც პირბადეები და შეზღუდვები განაპირობებდა. RSV ჩვეულებრივ არის მწვავე რესპირატორული ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მიზეზი ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში, ასევე, მოხუცებში. ახალშობილთა უმეტესობა იბადება დამცავი ანტისხეულებით, რომლებიც მათ დედისგან გადაეცემათ, მაგრამ ამგვარი ფაქტი არ ფიქსირდება ბოლოდროინდელ ახალშობილებში. ამიტომ, არსებობს რისკი, რომ ეს ბავშვები შესაძლოა, ინფიცირდნენ როგორც RSV-თი (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი), ისე Covid 19-ით ერთდროულად. წარმოდგენა არ გვაქვს თუ როგორ აისახება ეს სამომავლოდ ჯანმრთელობის შედეგებზე.

აგრეთვე, დაგაინტესესებთ:

კვლევა: კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე

სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ კარგ დაცვას იძლევა

ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდებათ