მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვების მომხრე ვართ“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
1627979203
COVID-19

„ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის ანტირეკორდი ჯერ არ მოხსნილა, ამაზე მეტი დღიური შემთხვევები გვქონია, მაგრამ წელს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ანტირეკორდია“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის აცხადებს, რომ მეტი შეზღუდვების მომხრეა.

იმნაძის თქმით, კონსენსუსი იმისათვის, რომ დაწესდეს შეზღუდვები, საჭიროა არა მარტო საბჭოზე, არამედ საზოგადოებაშიც და აღნიშნავს, რომ ხალხის სახელით ვინც ლაპარაკობს, იმან უნდა მოითხოვოს შეზღუდვების დაწესება.

„ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების იმიტომ, რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ. არის ხალხი, რომელთაც შეზღუდვა, პრაქტიკულად, არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ თავად იცავენ ამ წესებს და მაგალითად, შვედისთვის 2 მეტრიანი კი არა 3 მეტრიანი დისტანცია ცხოვრების ნორმაა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან, ჩვენთვის კი სამწუხაროდ არა.

აქედან გამომდინარე, ვართ მეტი შეზღუდვების მომხრე. თუმცა, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი - აცრა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს და კიდევ ისაა მთავარი, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 1 895 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 428 670-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 910 ადამიანი, ხოლო სულ 388 893 გამოჯანმრთელებულია პირი.

იხილეთ აგრეთვე:

📣„დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება გათვალისწინებული არ არის“- თამარ გაბუნია

📣„შესაძლოა, ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს“ - გამყრელიძე

📣პირბადის გამოყენება როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში, მკაცრად რეკომენდებულია“ - თამარ გაბუნია