მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლოა, ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1627978055
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 2 აგვისტოს კოვიდვაქცინაზე 19 000 ჯავშანი იყო და დაახლოებით 3000-მდე ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა.

გამყრელიძე რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებს თუ რატომ არ გამოცხადდა 3000-მდე ადამიანი აცრაზე.

„გუშინ აცრაზე გვქონდა 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3000-მდე ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა ან არ ჩაიტარა აცრა. ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამ საკითხს, გაუქმების მიზეზები რა იყო, ეს მნიშვნელოვანია. შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს.

თუმცა, არის მეორე საკითხიც, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. მესამე მიზეზიც არის მაგალითად, დაჯავშნილი ჰქონდათ სინოფარმი და გადაჯავშნეს ფაიზერზე.

დღევანდელი დილის მონაცემებით 4700 ადგილია ფაიზერზე თავისუფალი, ძირითადად რეგიონებში, ასტრაზენეკაზე 17 791, სინოფარმზე 79 523, ხოლო სინოვაკზე 73 749“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

🔴 „დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება გათვალისწინებული არ არის“- თამარ გაბუნია

🔴 2 297 თბილისი, 634 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

🔴 4 827 ინფიცირება, 1 895 გამოჯანმრთელება, 34 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოშ