მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid 19-ის წარმოშობის ახალი ვერსია - რა წერია ცნობილი ამერიკული ლაბორატორიის ანგარიშში

კორონას წარმოშობის ვერსია
1623138805
COVID-19

აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, უჰანის ლაბორატორიიდან Covid 19-ის შემთხვევით გაჟონვის შესახებ ვერსია საკმაოდ რეალურია. ამის შესახებ wsj.com იუწყება.

კვლევები აშშ-ის ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიამ გასული წლის მაისში დაიწყო. ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იყო გამოყენებული, როდესაც სახელმწიფო კორონავირუსის წარმოშობის ვერსიებს სწავლობდა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის ინფორმაციის დადგენა დაავალა. განიხილება ორი ძირითადი ვერსია - ვირუსის გავრცელება ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის ან ლაბორატორიიდან შემთხვევით გაჟონვის შედეგად.

ის, რომ ვირუსი ადამიანს ცხოველიდან გადაეცა, 2020 წელს Covid 19-ის წარმოშობის ძირითადი ვერსია იყო. ახლა კი ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ მთავარი ვერსია ვირუსის ხელოვნური წარმოშობა და ლაბორატორიიდან მისი შემთხვევითი გაჟონვაა.

კვლევები ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიის სადაზვერვო ქვედანაყოფმა ჩაატარა. ამ ლაბორატორიას ბიოლოგიურ საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს. კვლევების დროს SARS-COV-2-ის ვირუსის გენეტიკური ანალიზი ჩატარდა. ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის ანალიზის ჩატარება მოსახლეობაში მისი გავრცელების შესაფასებლად ტარდება.

ჩინეთის მთავრობამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან არ გაჟონილა და ის ვირუსის წარმოშობის დადგენის საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ამასთანავე ზოგიერთი მეცნიერი პეკინის მიერ ამ თემაზე მოწოდებული ინფორმაციით უკმაყოფილოა.

იმაზე, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან შემთხვევით „გაიქცა", აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიუთითებს, რომლის მიხედვით ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში უჰანის ლაბორატორიის რამდენიმე თანამშრომელს სიმპტომები დაუდგინდა, რაც კორონავირუსით ინფიცირებას ძალიან ჰგავს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 455 ადამიანი აიცრა

🔅 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

🔅 1023 ინფიცირება, 510 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში