მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დადასტურებულია თუ არა საქართველოში კორონავირუსით მესამედ ინფიცირების შემთხვევა? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

მთავარი ინფექციონისტი
1629395623
COVID-19

„მესამედ ინფიცირებასთან დაკავშირებით დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გვაქვს. არის პაციენტების განცხადებები, რომ ვირუსი მესამედ დაემართათ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს განუცხადა.

მისი თქმით, მესამედ ინფიცირების დადასტურებას სპეციალური კვლევა სჭირდება, რომელსაც ლუგარის ლაბორატორია ატარებს.

„ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ვირუსი გადაიტანა შარშან აგვისტოში, შემდეგ ოქტომბერში და ახლა ისევ დაემართა. თვითონ პაციენტი ამბობს, რომ სამივეჯერ ჰქონდა. ეს სერიოზული განცხადებაა და ამას შესაბამისი დადასტურება სჭირდება. ამისთვის უნდა იყოს შენახული წინა ორი სინჯი და უნდა შედარდეს ახალ სინჯთან და მოხდეს გადამოწმება. ამას აკეთებს ლუგარის ლაბორატორია. პაციენტზე დაყრდნობით, ამას ვეძახით სავარაუდო ან შესაძლო შემთხვევას. ჩვენ ასეთი ვიცით სულ ორი ადამიანი ქვეყანაში“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, მესამედ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ არსებობს სხვა ქვეყნებშიც და იქაც ეჭვები მხოლოდ პაციენტების განცხადების დონეზეა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბოკერიას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

👉 „კოვიდგადატანილ არავაქცინირებულებს რეინფიცირების შანსი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს“ - CDC-ის კვლევა

👉 დაფიქსირდა თუ არა ბავშვებში რეინფიცირება? - ივანე ჩხაიძის განმარტება