მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაფიქსირდა თუ არა ბავშვებში რეინფიცირება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე
1622542747
COVID-19

ბავშვებში კორონავირუსი იშვიათია და მსუბუქად მიმდინარეობს, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ, მედიაცენტრ მთავარში განაცხადა.

„რეინფიცირების არცერთი შემთხვევა ბავშვებში ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, მათი ინფიცირება შედარებით იშვიათია, ვინაიდან ამას გარკვეული საფუძველი გააჩნია.

მათ არ აქვთ მიმღები ამ ვირუსის, არსებობს სპეციალური მიმღები, რომელიც საშუალებას აძლევს ვირუსს შეიჭრას ორგანიზმში. ეს რეცეპტორი ბავშვებში ნაკლებია, შესაბამისად, ინფიცირებაც ნაკლებია.

ბავშვები ნამდვილად ავადდებიან უფრო იშვიათად, მსუბუქად, უფრო ნაკლებად ხვდებიან სტაციონარში და ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი.

ერთადერთი, შტამებმა, რომლებსაც ვეძახით ბრიტანულ, ინდურს, ცოტათი გადმოსწია ინფიცირების საშუალო ასაკი. თუ ჩინური შტამით ძირითადად პიკი 40-45 წლის ჯგუფებში იყო, ახლა თანაბრად არის განაწილებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ახალგაზრდები არ გამოირჩევიან გარკვეული მდგრადობით ამ შტამების მიმართ, ასე რომ გაახალგაზრდავდა სწორია, მაგრამ ეს არ შეხებია ბავშვებს.

ბავშვებში კოვიდი ისევ იშვიათია და ისეთივე ნაკლები სიხშირით, როგორიც იყო ჩინურის შემთხვევაში“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რამდენად საშიშია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?

👉 საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა

👉 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე