მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან 55 წელს გადაცილებული მოქალაქეების კორონავირუსზე აცრა იწყება

ჩინურ ვაქცინაზე აზერბაიჯანის კონტრაქტი
1617600243
COVID-19

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ 55 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა იწყება. 

ასევე აიცრებიან დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ვაქცინაციის სპეციალურ საიტზე მოქალაქეების ამ ჯგუფების რეგისტრაცია 2 აპრილიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

საქართველომ ასევე მიიღო „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-ს მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება.