მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია იწყება

შვეიცარიამ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
1617082268
COVID-19

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეების აცრა იწყება.

„ფაიზერის“ არჩევა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებსა და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციის პორტალიდან შეუძლიათ.

„ფაიზერით“ აცრა ქვეყნის მასშტაბით 6 კლინიკაში განხორციელდება. ესენია: თბილისში - ბოკერიას კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ამტელ კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო; აჭარაში - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი - ცხაკაიას სახელობის კლინიკა.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.