მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეში სულ მცირე 3 000 მოქალაქე უნდა აიცრას“ - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია
1620208915
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად, მოსახლეობის 60 % მაინც უნდა იყოს აცრილი და ეს გეგმა უნდა განხორციელდეს დეკემბრისთვის, ანუ წლის ბოლომდე.

თამარ გაბუნიამ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის ტემპის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ ჩვენთვის სასურველი ვაქცინაციის მაჩვენებელი უნდა იყოს, დღეში სულ მცირე 3 000 მოქალაქის აცრა და შემდეგ ეტაპობრივად ეს მაჩვენებლის 5 000-დან 10 000-მდე უნდა გაიზარდოს.

„მიმდინარე პერიოდში კარგია ის, რომ გაზრდილია მოთხოვნა „სინოფარმის“ ვაქცინაზე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავამატოთ კიდევ ვაქცინაციის ცენტრები, რადგან აქამდე რაც გამოვყავით განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სრულად არის შევსებული.

ამ კვირის ბოლომდე კიდევ დაემატება ვაქცინაციის ცენტრები და შევუწყობთ ხელს ესენციურ სერვისებში დასაქმებულ მოქალაქეებს, იმისთვის რომ მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია როგორც დაანონსებული იყო: პოლიცია, პედაგოგები, ტურიზმის სექტორში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებული პირები.

დღევანდელი მდგომარეობით 18 000 - მდე ჯავშანი არის ვაქცინაციაზე, ქვეყანაში სულ 50 000-მდე „სინოფარმის“ დოზა არის ადამიანისთვის საკმარისი“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტებსაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციისათვის და თუ მათ შეექმნებათ ამის საჭიროება, მზად არის ჯანდაცვის სამინისტრო, რომ დაეხმარონ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2171 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1074 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 315913 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 296532 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 7,85%, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 6,27%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„6000-მდე საწოლი მობილიზებულია“ - თამარ გაბუნია

✅როდის უნდა ველოდოთ საქართველოში „ნოვავაქსისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებს?

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 2 611 ადამიანი აიცრა

✅ჯანმოს კვლევებით დადგინდა, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობა 78-91%-ია