მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიღმის საველე ჰოსპიტალი თითქმის 10 დღეა გაჩერებულია“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1631176604
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორი დატვირთვის შემსუბუქებას დაახლოებით სექტემბრის ბოლოსთვის იგრძნობს.

როგორც მან განმარტა, საველე ჰოსპიტლის საჭიროება ამ დროისთვის აღარ დგას, თუმცა კოვიდ კლინიკები ჯერჯერობით კვლავ დატვირთულია.

„დიღმის საველე ჰოსპიტალი უკვე თითქმის 10 დღეა გაჩერებულია. მეორე ჰოსპიტალი, რომელიც ქავთარაძეზე მუშაობს, მას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ საველე ჰოსპიტალი, რადგან ის ადრეც მუშაობდა ჩვეულებრივ სტაციონარული ნებართვის საფუძველზე და დღეს უბრალოდ მოხდა მისი განახლება. ამდენად, მისი მუშაობა შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიძლება იგრძნოს საველე ჰოსპიტალმა შემსუბუქება, შემთხვევების შემცირებასთან ერთად ჩვენ ველოდებით, რომ ჰოსპიტალური დატვირთვა შემცირდება. ამჟამად 365 ადამიანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.

დღეს თუ იყო დაახლოებით 2500 შემთხვევა, აქედან დაახლოებით 15-20% ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას. ბუნებრივია, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, როგორც კი შემცირდება მეტად ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამას ცალსახად იგრძნობს ჰოსპიტალური სექტორი. ვფიქრობთ, რომ ეს სექტემბრის ბოლოსთვის მოხდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „უნდა მოვემზადოთ მეოთხე დოზისთვის“ - ისრაელში ვაქცინაციის შესაძლო მეოთხე დოზას განიხილავენ

⭕ იშვიათი ნერვული აშლილობა შესაძლოა, ასტრაზენეკას გვერდითი მოვლენა იყოს - ევროკავშირი

⭕ „60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ“ - ეკატერინე ტიკარაძე